რეზონანსი
(11.01.2026)

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ ვენესუელამ პოლიტპატიმრების გათავისუფლების პროცესი დაიწყო. ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ზე წერს.
"ვენესუელამ პოლიტპატიმრების გათავისუფლების მასშტაბური პროცესი დაიწყო. მადლობა! ვიმედოვნებ, რომ ამ პატიმრებს ემახსოვრებათ, როგორ გაუმართლათ, რომ აშშ მივიდა და გააკეთა ის, რაც გასაკეთებელი იყო. ვიმედოვნებ, რომ არასდროს დაავიწყდებათ! თუ დაავიწყდებათ, მათთვის კარგი არ იქნება". - წერს ტრამპი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



