რეზონანსი
(10.01.2026)

გამოცემა Cyber Press-ის ინფორმაციით, ჰაკერებმა Instagram-ის 17.5 მილიონი მომხმარებლის მონაცემები გაავრცელეს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, მონაცემთა ბაზა დარკნეთის ერთ-ერთ ფორუმზე გავრცელდა. ბაზა აერთიანებს სოციალური ქსლეის მომხმარებლების ელექტრონულ ფოსტებს, სახელებს, ტელეფონის ნორმებს, ანგარიშის მისამართებს.
გამოცემა წერს, რომ ბაზა უკვე გამოიყენება ფიშინგისთვისა და ანგარიშების ხელში ჩაგდების მცდელობებისთვის. Instagram-ის მომხმარებლებს ეგზავნებათ შეტყობინებები, რომელშიც მათ სთხოვენ, რომ შეცვალონ პაროლი ან დაადასტურონ ანგარიშის მფლობელობა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



