
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა სამი კომპანიის მიერ - „საქართველოს ბანკის“, „თიბისი ბანკისა“ და „საქართველოს კაპიტალის“ მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში მათი შედეგები ასე ნაწილდება:
„საქართველოს ბანკის ჯგუფის“ (Lion Finance Group PLC) აქციების ფასი 0.27%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 91.90 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 4.51 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 30.54%-ით გაიზარდა.
„თიბისი ბანკის ჯგუფის“ (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 1.63%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 39.15 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.16 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 19.44%-ით შემცირდა.
რაც შეეხება „საქართველოს კაპიტალის“ (Georgia Capital PLC) აქციებს, ის 0.81%-ით გაიზარდა. ერთი აქციის ფასი 31.15 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.45 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 53.83%-ით გაიზარდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



