რეზონანსი
(10.01.2026)

ირანში ანტისამთავრობო დემონსტრაციები არ წყდება. გასულ ღამეს, ქვეყნის ქალაქებსა და დასახლებებში, მთავრობის ცვლილების მოთხოვნით, ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვიდა.
საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ხელისუფლება აქციების მონაწილეების წინააღმდეგ საბრძოლო იარაღს იყენებს, გაიზარდა მსხვერპლის რაოდენობაც, შეტაკებებს 60 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ბავშვები.
დაშავებულია ასობით მოქალაქე. მასობრივი პროტესტის ფონზე ქვეყანაში გათიშულია ინტერნეტი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



