რეზონანსი
(10.01.2026)

მოქალაქე ჩივის, რომ გორის ერთ-ერთ რესტორანში გამართულ საახალწლო გალა-კონცერტზე 70 000 ლარის ღირებულების ბეჭედი დაკარგა. "ქართლის ამბების" ინფორმაციით, სავარაუდო ქურდობის ფაქტის შესახებ მოქალაქემ პოლიციას 112-ის საშუალებით აცნობა.
როგორც რესტორნის მენეჯერმა „ქართლის ამბებს“ განუცხადა, პოლიციამ რესტორანში უკვე ჩაატარა სამძებრო ღონისძიებები.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე (ქურდობის) მუხლით დაიწყო.ფოტო არ ასახავს რეალურ ბეჭედს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



