რეზონანსი
(09.01.2026)

ირანში მასშტაბური საპროტესტო აქციების დროს 45 დემონსტრანტი დაიღუპა. ინფორმაციას Euronews-ი, ნორვეგიაში ბაზირებული არასამთავრობო ორგანიზაცია „ირანის ადამიანის უფლებებზე“ დაყრდნობით ავრცელებს. არასამთავრობო ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ მომიტინგეები ირანელმა სამართალდამცველებმა მოკლეს.
აღსანიშნავია, რომ გასულ ღამეს თეირანში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. ადამიანები ქუჩებში ირანის ტახტის მემკვიდრის, ემიგრაციაში მყოფი რეზა ფეჰლევის მოწოდების შემდეგ გამოვიდნენ.
ადამიანები ქუჩებში ყვიროდნენ: „სიკვდილი დიქტატორს!“ და „სიკვდილი ისლამურ რესპუბლიკას!“. მიტინგზე ისმოდა შეძახილები „ეს უკანასკნელი ბრძოლაა! ფეჰლევი დაბრუნდება!“
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



