რეზონანსი
(09.01.2026)

მკვლე­ლო­ბა მოხ­და გუ­შინ კა­ხეთ­ში. სო­ფელ შილ­და­ში 51 წლის კაც­მა სა­კუ­თარ სახ­ლში მყოფ მე­გო­ბარს ცივი ია­რა­ღით რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა.

მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით 48 წლის კაცი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მოკ­ლუ­ლი და სა­ვა­რა­უ­დო ბრალ­დე­ბუ­ლი მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, მო­ტი­ვად ეჭ­ვი­ა­ნო­ბა სა­ხელ­დე­ბა. მოკ­ლუ­ლი მა­მა­კა­ცი 48 წლის კაცი ნო­დარ ასა­ბაშ­ვი­ლია, ხოლო ბრალ­დე­ბუ­ლი 51 წლის ლე­ვან ჩი­ტაშ­ვი­ლი.

"ყვე­ლა­ფე­რი 31 დე­კემ­ბრის ღა­მეს და­ი­წყო, ასა­ბაშ­ვი­ლი მეკვლედ იმ­ყო­ფე­ბო­და მე­გო­ბარ­თან. იქ და­ი­წყო კონ­ფლიქ­ტი ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ბევრ რა­მეს ჰყვე­ბი­ან, ეს ახლა სა­ლა­პა­რა­კოც არაა. ნო­და­რი, ანუ მოკ­ლუ­ლი, ნა­ცე­მიც ყო­ფი­ლა, ხელი აქვს მო­ტე­ხი­ლი. იმ ღა­მეს ჩი­ტაშ­ვილ­სა და ასა­ბაშ­ვილს შო­რის ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა ყო­ფი­ლა... ამის მერე რამ­დე­ნი­მე დღე გა­ვი­და და გუ­შინ ჩი­ტაშ­ვილ­მა მი­ა­კი­თხა ასა­ბაშ­ვილს სახ­ლში და სას­ტი­კად მოკ­ლა, ყელი გა­მოჭ­რა" - განუცხადეს "ამბებს" ად­გი­ლობ­რი­ვე­ბმა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 51 წლის კაცი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 108 - გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ფო­ტო­ზე: მოკ­ლუ­ლი ნო­დარ ასა­ბაშ­ვი­ლი

წყარო: www.ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე