რეზონანსი
(08.01.2026)

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მოკლული 48 წლის კაცი ნოდარ ასაბაშვილია. არსებული ინფორმაციით, მას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მისმა კარის მეზობელმა, 51 წლის ლევან ჩიტაშვილმა მიაყენა. დაჭრილი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ადგილობრივების ცნობით, მოკლული და ბრალდებული ერთად მუშაობდნენ და ბოლო პერიოდში დამეგობრდნენ.

მხარეებს შორის დაპირისპირება ახალი წლის ღამეს დაიწყო. მაშინ, როდესაც ასაბაშვილი ჩიტაშვილთან მეკვლედ იმყოფებოდა. კონფლიქტის ძირითადი მიზეზი ქალზე ეჭვიანობა და ამ ფაქტის გარშემო განვითარებული პროცესები გახდა.

საინფორმაციო სააგენტოს 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლევან ჩიტაშვილი ცხელ კვალზე დააკავეს და განზრახ მკვლელობას ედავებიან. 

„მთავარი ამბები კახეთიდან”

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე