
"მსურველთა კოალიციის" მიერ მიღებული დეკლარაცია უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ უკიდურესად შორს დგას მშვიდობიანი დარეგულირებისგან და უკრაინაში განთავსებულ დასავლეთის ქვეყნების სამხედროებს რუსეთი "კანონიერ სამხედრო სამიზნეებად" განიხილავს, - ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებაში.
მარია ზახაროვას თქმით, 6 იანვარს, პარიზში, "მსურველთა კოალიციის" მონაწილეების მიერ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ხელმოწერილი დეკლარაცია "უკიდურესად შორს არის მშვიდობიანი დარეგულირებისგან".
"ის მიმართულია არა მყარი მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევისკენ, არამედ მილიტარიზაციის გაგრძელებისკენ, ესკალაციისა და კონფლიქტის გაფართოებისკენ“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



