რეზონანსი
(08.01.2026)

2026 წლის 1-ელი ივნისიდან ის პირები, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ უწყვეტად 6 თვეზე მეტი ვადით იმყოფებიან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით აღარ ისარგებლებენ - შესაბამის ცვლილებები „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ დადგენილებაში უკვე შევიდა.

"ბიპიენის" ინფორმაციით, ბენეფიციართა რეგისტრაციის სტატუსის გადამოწმების დამატებითი კრიტერიუმები 2026 წლის 1-ელ ივნისამდე უნდა დამტკიცდეს.

„2026 წლის 1-ელი ივნისიდან ყოველთვიურად, განმახორციელებლის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის გეგმური ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში იმ ბენეფიციართა რეგისტრაციის მოდულიდან იმ ბენეფიციართა რეგისტრაციის შეჩერება, რომლებიც იმყოფებიან ქვეყნის ფარგლებს გარეთ 6 თვე და მეტი ვადით უწყვეტად.

მოსარგებლის ხელახალი რეგისტრაცია ხორციელდება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად“, - აღნიშნულია ბრძანებაში, რომელსაც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი აწერს ხელს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე