რეზონანსი
(08.01.2026)

თბილისის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ტრაილერი შეეჯახა. შემთხვევა 6 იანვარს მოხდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე