რეზონანსი
(06.01.2026)

სოფო ბედიას სიმღერამ „იმედზე“ დიდი გამოხმაურება გამოიწვია და მისადამი კრიტიკაც არ დაიშურეს. მომღერალი ატეხილ აჟიოტაჟს მიმართვით გამოეხმაურა.

„დიდი მადლობა მეგობრებო… ყველას სათითაოდ მინდა გადაგიხადოთ გულწრფელი მადლობა… მესამე დღეა მიხარია ასეთი გამოხმაურება, თუ სოციალურ ქსელში თუ პირად ზარებში. გავიხსენეთ ძველი დრო, ყველა მონაწილეს ჩემგან დიდი პატივისცემა და სიყვარული. მადლობა ტვ იმედს, პრაიმშოუს, შემოქმედებით ჯგუფს ასეთი „პერფორმანისისთვის“. გილოცავთ დამდეგ შობას, დაე, ყველას გულში იშვას უფალი იესო ქრისტე!.. გვიყვარდეს და დავაფასოთ ერთმანეთი“, - დაწერა სოფო ბედიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე