რეზონანსი
(06.01.2026)

„გრენლანდია ამერიკის შეერთებული შტატების ნაწილი უნდა იყოს“ - ამის შესახებ თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ განაცხადა. სტივენ მილერი არ ფიქრობს, რომ ამისთვის სამხედრო ძალის გამოყენება იქნება საჭირო.
როგორც მილერმა აღნიშნა, გრენლანდიის გამო ამერიკის შეერთებულ შტატებს სამხედრო გზით არავინ დაუპირისპირდება.
„იმისთვის, რომ შტატებმა უზრუნველყოს არქტიკული რეგიონის უსაფრთხოება, დაიცვას NATO და NATO-ს ინტერესები, აშკარაა, რომ გრენლანდია ამერიკის შეერთებული შტატების ნაწილი უნდა იყოს“, - განაცხადა თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



