რეზონანსი
(06.01.2026)

ახალქალაქში საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლის გაჩენის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, მეორე კი თბილისში საავადმყოფოში გადაიყვანეს, - ინფორმაციას და ვიდეოს ადგილობრივი მედია jnews.ge ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, შემთხვევა ახალქალაქის ყოფილ პირველ სამხედრო ქალაქში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე არსებულ ბინაში გაჩნდა.
შემთხვევის შედეგად 30 წლის ქალი დაიღუპა, ხოლო მამაკაცი დამწვრობით თბილისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.
jnews.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



