რეზონანსი
(05.01.2026)

თუ აშშ ნატო-ს წევრს თავს დაესხმება, მაშინ ეს ალიანსის დასასრული იქნება, - ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა.

დანიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გრენლანდიასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიტყვები სერიოზულად უნდა იქნას აღქმული.

„თუ აშშ გადაწყვეტს, რომ ნატო-ს წევრზე სამხედრო თავდასხმა განახორციელოს, მაშინ ეს ყველაფერს გააჩერებს, მათ შორის ნატო-საც და იმ უსაფრთხოებას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა", - აღნიშნა დანიის პრემიერმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ განუცხადა, რომ აშშ-ს გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით სჭირდება.

„გრენლანდიის შესახებ დაახლოებით 20 დღეში ვისაუბროთ", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე