რეზონანსი
(05.01.2026)

ევროკომისიამ საკმაოდ ფრთხილი და რბილი პასუხით უპასუხა კითხვას დონალდ ტრამპის უახლესი განცხადებების შესახებ, რომლებიც გრენლანდიას ეხება, - წერს ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი.
ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკომისიის მთავარმა სპიკერმა, პაულა პინიომ აღნიშნა:
ეს ადრეც მოგვისმენია და ჩვენ ვრჩებით იმ პოზიციაზე, რაც ამ დარბაზში ადრეც არაერთხელ გვითქვამს.
საგარეო პოლიტიკის საკითხებში წამყვანმა სპიკერმა, ანიტა ჰიპერმა კი კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ფუნდამენტური ხაზი:
ევროკავშირი კვლავაც დაიცავს ეროვნული სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპებს და ერთგული რჩება გაეროს წესდების მიმართ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



