რეზონანსი
(05.01.2026)

მარნეულის ბაზარში, იარაღით დაჭრილი ორი პირიდან ერთ-ერთი კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაციას MarneuliNews-ი ავრცელებს.
დანაშაულის შესახებ რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი. სროლა მარნეულის ბაზარში მდებარე, ოქროს მაღაზიაში იყო. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი, მამა-შვილი დაიჭრა. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს სადაც შვილი - 27 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა.
როგორც ცნობილია მამა-შვილი ოქროს მაღაზიას ფლობდა. თავდასხმისას შვილს 2 ტყვია მოხვდა, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია.
არსებული ინფორმაციით, მამის მდგომარეობა სტაბილურია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



