რეზონანსი
(03.01.2026)

ტრამპმა Fox News-ს განუცხადა, რომ ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროსა და მისი მეუღლის დაკავებას როგორც ტელეშოუს ისე უყურებდა. აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებით, სამხედრო ოპერაციას მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან ადევნებდა თვალს და აღფრთოვანებულია ამერიკელი სამხედროების პროფესიონალიზმით.
ტრამპის განცხადებით, აშშ „ძლიერად იქნება ჩართული“ ვენესუელის ნავთობის ინდუსტრიის მომავალ საქმიანობაში.
აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ნიკოლას მადუროს „ერთი კვირის წინ“ ესაუბრა და უთხრა, რომ „უნდა დანებებულიყო“.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



