რეზონანსი
(03.01.2026)

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვის დასახლებული რაიონი ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის თანახმად, თავდასხმის შედეგად მთლიანად განადგურდა ერთი საცხოვრებელი კორპუსი. დაზიანდა ახლომდებარე შენობები.

ბოლო მონაცემებით, სარაკეტო იერიშს ორი ადამიანი ემსხვერპლა და 30-ზე მეტი დაშავდა. დაღუპულთა შორის სამი წლის ბავშვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე