რეზონანსი
(03.01.2026)

მომღერალმა დათუნა სირბილაძემ თავის რჩეულს ხელი სთხოვა. მისი რჩეული მარიამ ჭუმბურიძეა, რომელმაც კადრები „ინსტაგრამზე“ გაიზიარა. დათუნა სირბილაძისთვის ეს მესამე ქორწინება იქნება.
მომღერლის პირველი მეუღლე როინ მეტრეველის შვილიშვილი, მაკო გახლდათ, რომელთანაც ორი შვილი ჰყავს. მეორედ დათუნა სირბილაძემ ნიკო ლეკიშვილის ქალიშვილზე, სალომე ლეკიშვილზე იქორწინა.
სალომე ლეკიშვილსაც ჰყავდა ოჯახი, მას პირველი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს.


სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


