რეზონანსი
(03.01.2026)

თბილისში, წერეთლის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ახალგაზრდა გოგო და ბიჭი არიან.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



