რეზონანსი
(02.01.2026)

სამტრედია–აბაშის გზაზე 24 ოქტომბერს მომხდარი უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავებულმა 18 წლის ლიკა კუჭუხიძემ შეიტყო, რომ მისი მეუღლე ავარიას ემსხვერპლა.
ლიკამ სოციალურ ქსელში მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.
„რა მწარე ხარ ცხოვრება… ჩვენი სიყვარული ისტორიას დარჩება. ჩემი მფარველი ანგელოზი... იმიერში გილოცავ, ცხოვრება“ - დაწერა 18 წლის გოგონამ.
ავარია სამტრედია-აბაშის გზაზე 24 ოქტომბერს მოხდა. ავტომობილში ლიკა კუჭუხიძესთან ერთად იმყოფებოდა მისი მეუღლე, 19 წლის ბაჩო ლასარეიშვილი, რომელიც კლინიკაში გარდაიცვალა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


