რეზონანსი
(30.12.2025)

აშშ-მა და მის პარტნიორმა ძალებმა სირიაში განხორციელებული დარტყმების შემდეგ „ისლამური სახელმწიფოს“ 25 ოპერატიული წევრი მოკლეს ან ტყვედ აიყვანეს.
ინფორმაციას აშშ-ის სამხედრო ძალები ავრცელებენ. მათივე ცნობით, 19 დეკემბერს ამერიკელ პერსონალზე თავდასხმის საპასუხოდ, აშშ-მა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ათობით სამიზნეზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა.
„აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) და მისმა პარტნიორებმა სირიაში 20-29 დეკემბერს ჩატარებული 11 მისიის ფარგლებში ISIS-ის, სულ მცირე, შვიდი წევრი მოკლეს და დანარჩენები ტყვედ აიყვანეს“, – ნათქვამია CENTCOM-ის განცხადებაში.
მისიის ფარგლებში ასევე განადგურდა ISIS-ის იარაღის ოთხი სამალავი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



