რეზონანსი
(30.12.2025)

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) „საქართველოს ბანკი“ დააჯარიმა. ინფორმაცია სებ-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, რომლითაც ირკვევა, რომ ეროვნულმა ბანკმა, კომერციული ბანკი - სს „საქართველოს ბანკი“ (ს/ნ 204378869, ლიცენზიის ნომერი №86) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 25 დეკემბრის №242/01 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის“ მე-2 მუხლის 8 10 პუნქტის საფუძველზე 3 485 000 (სამი მილიონ ოთხას ოთხმოცდახუთი ათასი) ლარით დააჯარიმა.

აღნიშნული სანქცია (ფულადი ჯარიმა) მოიცავს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ“ დებულების მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნის დარღვევის ფაქტებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე