რეზონანსი
(29.12.2025)

შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ ხუთი ერთეული საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამტვირთი მანქანა შეიძინა. სპეცმანქანებზე კაუჭიანი ამწე მექანიზმი „ჰუკლიპტი“ დამონტაჟდა.

 თურქეთის ქალაქ იზმირში აღნიშნული დანადგარის მწარმოებელი ქარხნის EFE-ის ტექნიკურ ჯგუფს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილე მამუკა კიზირია, თანამშრომლებთან და კონტრაქტორ კომპანია „ჯითი გრუპის“ წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა. ადგილზე შემოწმდა სპეცტექნიკის სისტემის მდგრადობა და გამართულობა სამომავლო ექსპლუატაციისთვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე