რეზონანსი
(28.12.2025)

ამ გამოძიებით და იმ შედეგით, რომელიც გამოძიებამ დადო, დადასტურდა ერთი მთავარი ფაქტი, რეალურად ვინ იდგა ამ გადატრიალების სცენარის მიღმა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ბაჩო ახალაიას დაკავებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, როდესაც გამოძიებაში წუთების და წამების სიზუსტით სვამ ქრონოლოგიას, ეს არის სახელმწიფო სტრუქტურების დიდი წარმატება.
„როდესაც წუთების და წამების სიზუსტით სვამ იმ ქრონოლოგიას და აკეთებ ასეთ გამოძიებას, რა თქმა უნდა ეს არის დიდი წარმატება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ყველა იმ სტრუქტურის, ვინც თანამშრომლობდა სუს-თან“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



