რეზონანსი
(27.12.2025)

კიშინიოვის პოლიციამ გაანადგურა საერთაშორისო ნარკოტრეფიკინგის ორგანიზაცია, რომელიც სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოშიც მოქმედებდა. მოლდოვური მედიის ცნობით, ადგილობრივი პოლიცია საქმეს დაახლოებით 1 თვის განმავლობაში იძიებდა.
დაკავებულები უკრაინის მოქალაქეები არიან, რომელიც მოლდოვაში პოლონეთიდან ჩავიდნენ. ქვეყნის დედაქალაქში ნაქირავებ 2 ბინის დახმარებით კი ისინი კურირებდნენ ნარკოტიკების საერთაშორისო ტრეფიკინგს საქართველოში, პოლონეთში, უკრაინაში, რუმინეთში და მოლდოვაში. პოლიციელებმა ბინების რეიდის დროს 8 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალების შემცველი ნივთიერებები ამოიღეს, მათ შორის იყო - PVP, MDMA, "მეფედრონი", კოკაინი და ექსტაზის ტაბლეტები.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



