რეზონანსი
(24.12.2025)

ხაშურში ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა, ხოლო რამდენიმე ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით, ხაშურში იმერეთის ქუჩაზე მოხდა. ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა.
გარდაცვლილი გვანცა გოგოლაძეა, მას ორი შვილი დარჩა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე და მეექვსე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას, რომელმაც გამოიწვია მძიმე შედეგი, მათ შორის ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და სიცოცხლის მოსპობა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



