რეზონანსი
(24.12.2025)

ხაშურში, ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა - ამის შესახებ ინფორმაცია „რუსთავი 2“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურებს.
გავრცელებული ინფორმაციით, გვიან ღამით, იმერეთის ქუჩაზე, ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა.
შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე და მეექვსე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას, რომელმაც გამოიწვია მძიმე შედეგი, მათ შორის ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და სიცოცხლის მოსპობა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



