რეზონანსი
(23.12.2025)

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერში მკვლელობა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია "ოდიშინიუსი" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობით, მოკლულია შუახნის კაცი. ამ წუთებში ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და სხვა დეტალები უცნობია.

გავრცელებული ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე