რეზონანსი
(23.12.2025)

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს – ეკლესიის ცნობით, დეკანოზ ალექსანდრე გალდავას შვილი გარდაეცვალა. 

„ჩვენი ტაძრის წინამძღვარს, მამა ალექსანდრე გალდავას გარდაეცვალა შვილი ლუკა.

პანაშვიდები: 23 დეკემბერს, სამშაბათს, ცაბაძის მე-3 კორპუსი, I სადარბაზო, მე-4 სართული.

ტაძარში გადასვენება ხვალ, 24 დეკემბერს, ოთხშაბათს, 16:00 საათზე.

გამოსვენება ხუთშაბათს, 25 დეკემბერს, 14:00 საათზე, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრიდან.

გთხოვთ მოიხსენოთ ახლადშესვენებული ლუკას სული“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე