რეზონანსი
(23.12.2025)

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დაკავებულია და დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. სუს-ის ყოფილი უფროსი ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდება. ის გენერალური პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დააკავეს.

ლილუაშვილის ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, როგორია ბრალდებულის პოზიცია - აღიარებს თუ არა ბრალს და იყენებს თუ არა დუმილის უფლებას.

გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში ედება. საუბარია ქრთამის აღებაზე. გამოძიება ლილუაშვილს სხვა საქმეებთან ერთად ედავება ე. წ ე.წ. ქოლცენტრების მფარველობას. გამოძიების ინფორმაციით ე.წ. ქოლცენტრების დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიასაშუალებას აფინანსებდნენ, ხოლო ე.წ. ქოლცენტრების შედარებით მცირე ნაწილის ძირითადი მფარველი იყო გრიგოლ ლილუაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე