რეზონანსი
(23.12.2025)

როგორც actual.ge იტყობინება, შემთხვევა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ არხილში (ნახიდური), გუშინ, გვიან ღამით მოხდა. 

არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ქალი საკუთარი სახლის სააბაზანოში, გაზით მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე