რეზონანსი
(23.12.2025)

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი ევროკომისიის გაფართოების შესახებ ანგარიშს ეხმიანება და ამასთან დაკავშირებით კითხვას სვამს, თუ რატომ მიუძღვნა ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვას 6-ის მაგივრად მხოლოდ 4 თავი და რატომ გამოტოვა კორუფციასა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული 2 თავი მხოლოდ ამ ორი ქვეყნის შემთხვევაში?

„რატომ მიუძღვნა ევროკომისიამ გაფართოების შესახებ ანგარიშში უკრაინასა და მოლდოვას 6-ის მაგივრად მხოლოდ 4 თავი? რატომ გამოტოვა კორუფციასა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული 2 თავი მხოლოდ ამ ქვეყნების შემთხვევაში?

უკვე დროა, ცოტა კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ“ - წერს მაჭავარიანი სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე