რეზონანსი
(22.12.2025)

უკრაინის უმაღლეს რადაში იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც საომარი მდგომარეობის დროს საპრეზიდენტო არჩევნების შესაძლო ჩატარების საკითხს განიხილავს, – ამის შესახებ ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა.
არახამიას თქმით, სამუშაო ჯგუფში ჩართული იქნებიან ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები, ყველა ფრაქციისა და ჯგუფის წევრები, შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტი, სამინისტროები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები.
როგორც არახამიამ აღნიშნა, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართება და მას მედიის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



