რეზონანსი
(21.12.2025)

თბილისში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა. სამართალდამცავებმა გუშინ კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავეს - მათ ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ. დაკავებები არასრულწლოვნების საცხოვრებელ სახლებში განხორციელდა.

მიუხედავად ამისა, გარდაცვლილის ოჯახი წაყენებულ მუხლებს არასაკმარისად მიიჩნევს. გიგა ავალიანის დედა აცხადებს, რომ მისი შვილის მიმართ ძალადობა წინასწარ იყო დაგეგმილი და დანაშაული როგორც არასრულწლოვნებმა, ისე სრულწლოვანებმა ჯგუფურად და ორგანიზებულად ჩაიდინეს.

დაღუპულის ოჯახი და ახლობლები საქმის სრულფასოვან გამოძიებასა და პასუხისმგებელი პირების წრის გაფართოებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით გიგა ავალიანის დედამ ხვალ, ოთხ საათზე, მთავარი პროკურატურის წინ აქცია დააანონსა და საზოგადოების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე