რეზონანსი
(20.12.2025)

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ფილარმონიიდან მსვლელობით თავისუფლების მოედანზე, საკრებულოსთან გადაინაცვლეს.

ადგილზე მისულმა დემონსტრანტებმა თავისუფლების მოედანზე არსებულ საახალწლო დეკორაციაზე, რომელსაც აქვს წარწერა „სიკეთით სავსე ქალაქი“ ააფარეს ბანერი წარწერით: „საწამლავით“. მათთან სამართალდამცავები მივიდნენ, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა ბანერი დაკეცეს.

ისინი ახლა მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე