რეზონანსი
(20.12.2025)

უკრაინის დაპირისპირება რუსეთთან სულაც არ არის რუსეთ-უკრაინის ომი, ეს არის დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირება და ეს უდიდეს დარტყმას აყენებს უკრაინას, მაგრამ საკმაოდ მოწყვლადს ხდის თავად ევროპას, - განაცხადა „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემაში „EURO ანატომია“.

„არასამთავრობო სექტორი არის სწორედ არაფორმალური მმართველები მიერ დაფინანსებული და ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ეს პროცესები მართონ“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისვე თქმით, ახლა ევროპა ძალიან რთულ ვითარებაშია.

„2008 წლისთვის ევროპის მთლიანი შიდა პროდუქტი, ეკონომიკა აისახებოდა დაახლოებით 18 ტრილიონის ფარგლებში, ამ დროს აშშ-ს ეკონომიკა იყო დაახლოებით 15 ტრილიონი, მაგრამ მას შემდეგ ამერიკის ეკონომიკა ძლიერდება, ევროპაში კი არის სრული სტაგნაცია, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი პრაქტიკულად არის გაყინული“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე