რეზონანსი
(20.12.2025)

შეერთებულმა შტატებმა სირიაში დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოზე“ საჰაერო იერიში მიიტანა. ინფორმაციას აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.
ვაშინგტონის განცხადებით, ოპერაცია პასუხი იყო „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმაზე, რის შედეგადაც ორი ამერიკელი სამხედრო და თარჯიმანი დაიღუპა. ცენტრალური სარდლობის ცნობით, დარტყმები 70-ზე მეტ სამიზნეზე განხორციელდა. ოპერაციაში იორდანიის ავიაგამანადგურებლებიც მონაწილეობდნენ.
ოპერაციას წარმატებული უწოდა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



