რეზონანსი
(18.12.2025)

გაგრძელდება მზიანი დეკემბერი საქართველოში, - ამის შესახებ მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე წერს და მომდევნო დღეების პროგნოზს აქვეყნებს.
„უახლოეს დღეებში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. დასავლეთ რეგიონებში, მათ შორის სანაპიროზე, ტემპერატურა +14, +16 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში კი +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.
მართალია, ახალ წელს თოვლი უხდება, მაგრამ რას ვიზამთ - წინასაახალწლოდ მზის სხივები სითბოსა და სიმშვიდეს გვჩუქნის, დეკემბერი ნათელი ფერებით გვამზადებს ახალი წლისთვის", - წერს მეტეოროლოგი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



