რეზონანსი
(18.12.2025)

ევროკავშირის სამიტის პარალელურად, ბრიუსელში ევროპარლამენტთან ფერმერების საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობთ, დემონსტრანტებმა პოლიციას კვამლის ბომბები და კარტოფილი ესროლეს. სამართალდამცველებმა მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს.

ასობით ფერმერმა დღეს ბრიუსელში ტრაქტორების ჩაიყვანა. ისინი სამხრეთ ამერიკის ბლოკთან, „მერკოსურის“ ქვეყნებთან დაგეგმილ სავაჭრო შეთანხმებას და ევროკავშირის სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკას აპროტესტებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე