რეზონანსი
(15.12.2025)

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს იმ მედია საშუალებების რამდენიმე სტატიის სათაურს, რომელთა სახელებიც "ფარას" დოკუმენტებში ფიგურირებს და რომელიც მისი განცხადებით, პირდაპირ არის დაკავშირებული "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გადახდილ მილიონ ლართან.

"აქ რამდენიმე სტატიის სათაურია იმ მედია გამომცემლობების, რომელთა სახელებიც FARA-ს დოკუმენტებში ფიგურირებს და პირდაპირ დაკავშირებულია ნაციონალური მოძრაობის მიერ გადახდილ მილიონ ლართან. აბა თუ მიხვდებით, ობიექტურ მოცემულობას აღწერენ ისინი, თუ ნაციონალური მოძრაობის ნარატივს იმეორებენ?! რა თქმა უნდა, პირდაპირ ნაციონალურ მოძრაობას ახმოვანებენ და ეს საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული კამპანიაა“, - წერს წილოსანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე