
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი დიზაინერ დათუნა სულიკაშვილის შესახებ წერს და მას მხარდაჭერას უცხადებს. მისი აზრით, სულიკაშვილის ცხოვრება მძიმედ დასრულდებოდა და შესაძლოა ციხე მისთვის გადარჩენის ერთადერთი შანსი იყოს.
“დათუნა სულიკაშვილი იყო მომხმარებელი.
იმდენად მძიმე იყო მისი მდგომარეობა, როცა გავიგე რომ დააკავეს, გავიფიქრე იქნებ ასე გადარჩეს-თქო. ის რომ კანონით 1 გრ დიდი რაოდენობა ყოფილა, არ ნიშნავს ნივთიერების რეალიზაციას. რეალიზაცია კი არა, ყველა მისი ახლობელი, მეგობარი და ნაცნობიც კი განახებთ მესიჯებს, რომ მუდამ ფულს ითხოვდა.
მე ვგულშემატკივრობ დათუნას. რადგან ზუსტად ვიცი როგორ არ უჯერებდა მეგობრებს მკურნალობაზე და ისიც ზუსტად ვიცი, რომ მისი ცხოვრება მძიმედ დასრულდებოდა, ციხე მისთვის ახლა გადარჩენის შანსია.
Datuna Sulikashvili მიყვარხარ,“ - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


