რეზონანსი
(12.12.2025)

ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რი და­თუ­ნა სუ­ლი­კაშ­ვი­ლი ორი დღის წინ შსს-ს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­ა­კა­ვეს. მას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით ორი თვის ვა­დით პა­ტიმ­რო­ბა უკვე შე­უ­ფარ­დეს. საქ­მე ეხე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას. თავიდან თითქოს გაჩნდა მოსაზრება, რომ დიზაინერს ნარკოტიკებთან კავშირი არ ჰქონდა, თუმცა მისმა მეგობრებმა ეს პრობლემა დაადასტურეს. ერთ-ერთი მათგანი, ბუკა კარტოზიამ პირდაპირ ეთერში თქვა:

"დათუნა არის მომხმარებელი და მხვერპლი ამ ყველაფრის. რაც მას სჭირს, არის ტრაგედია ამ ბოლო წლების განმავლობაში და მისი მეგობრებისთვის ძალიან სამწუხაროა. დათუნას კონკრეტულად ედავენიან შეძენა-შენახვას, რაც მომხმარებლის სტატუსია. სხვა არაფერს არ ედავებიან. წლების განმავლობაში ჩვენთვის, მეგობრებისთვის ძალიან დიდი პრობლემა იყო მისი მომხმარებლობა და ვებრძოდით. რაღაცნაირად თითქოს გაგვიხარდა კიდეც მისი დაკავება და ვიფიქრეთ, ამით იქნებ რაღაცნაირად მოვერიოთ მის ამ პრობლემას-თქო. ის, რომ მას რაიმე სხვა ლაქა დაედოს და რაიმე რეპუტაციული ზიანი მიადგეს, ვფიქრობ, ყოვლად დაუშვებელია" - განაცხადა ბუკა კარტოზიამ "ტვ პირველის" ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე