რეზონანსი
(03.12.2025)

ზუგდიდის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეებმა, ამავე სკოლის კიდევ ერთ მოსწავლეს ტანსაცმლის გახდა აიძულეს და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. 

"ტვ პირველისთვის" მიწოდებული ინფორმაციით, შემთხვევა სკოლის დამხმარე ნაგებობაში, სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს მოხდა. ირკვევა, რომ მე-10 კლასელი ბიჭები მე-9 კლასელ ბიჭს წარსულშიც აბულინგებდნენ.

როგორც წყარო ადასტურებს საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე ჩაერთო, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. 

წყარო: "ტვ პირველი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე