რეზონანსი
(03.12.2025)

მოხარული ვარ რომ დღეს საპატრიარქოს წარმომადგენლებს შევხვდი. ეს იყო ძალიან შინაარსიანი და სასარგებლო შეხვედრა. ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხზე, - განაცხადა საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ალან პერსელმა.

„მინდა აღვნიშნო ის უდიდესი როლი, რასაც ქართული ეკლესია და მისი უწმინდესობა ასრულებს და შეასრულა საქართველოში ქრისტიანული იდენტობის, დამოუკიდებლობის დაცვასა და შენარჩუნებაში. ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი და მათ შორის ის ხანგრძლივი ურთიერთობა რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს საქართველოსთან და ქართულ ეკლესიასთან“, - აღნიშნა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ალან პერსელი საპატრიარქოს ეწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე