
ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, მას თირკმელზე სიმსივნური კვანძი დაუდგინდა. ადვოკატის მოსაზრებით, შესაძლოა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, აქციების დასაშლელად გამოყენებულ ნივთიერაბას უკავშირდებოდეს.
“BBC-ის სტატიაში წერია მეორე ნივთიერება ტრიქლორეთილენი, არის ცნობილი კანციროგენი (კიბოს იწვევს) და მისი გამოყენება ადამიანებთან დაუშვებელია. შესაბამისად, დასაბუთებული ვარაუდით რობოკოპებს, რომლებსაც ხელში ეჭირათ ბალონი, შესაძლებელია ეს ნივთიერებები ყოფილიყო გამოყენებული, რადგანაც სადაც ახლა ვიმყოფები ემიგრაციაში, ჩამიტარდა გამოკვლევები და თირკმელზე, რომელიც მხოლოდ ერთი მაქვს, დამიდგინდა სიმსივნური კვანძი, რომელიც არასდროს მქონია და სრულიად შესაძლებელი, ეს განხორციელებულიყო, წყლის ჭავლის და ბალონის გამოყენებისას აქციაზე, ჩვენ წინააღმდეგ“, - წერს რამიშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


