რეზონანსი
(03.12.2025)

რუსთავში დააკავეს ჯგუფი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში 63 ხელოვნურ ავტოავარიას აწყობდა და სადაზღვევო კომპანიებს კანონიერი ანაზღაურების სახელით თანხას სძალავდა. საგამოძიებო ინფორმაციით, თაღლითური სქემის ორგანიზატორები მიზანმიმართულად იმიტირებდნენ შეჯახებებს და დაზიანებებს, რათა თანხა არამართლზომიერად მიეღოთ.

ბრალდებულებს, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირები სასამართლოს გადაწყვეტილებით უკვე წინასწარ პატიმრობაში არიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე