
მიწასთან გაასწორეს მისი ავტორიტეტი, თავად არიან კორუფციაში ჩაფლულები და ევროკავშირის გაერთიანებას მიაქანებენ დაშლისკენ, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა.
დეპუტატი გამოეხმაურა ბრიუსელსა და ბრიუგეში ჩატარებულ ჩხრეკებს.
„ევროკავშირის ზოგიერთი მაღალჩინოსანი დაკავებული იყო ჩვენი ქვეყნის კრიტიკით. მუდმივად ხაზს უსვამდნენ, რომ საქართველოში ანტიდემოკრატიულ პროცესებს ჰქონდა ადგილი და ვხედავთ, რა მდგომარეობაში ჩააგდეს თავად ეს გაერთიანება [ევროკავშირი]. მიწასთან გაასწორეს მისი ავტორიტეტი, თავად არიან კორუფციაში ჩაფლულები და ევროკავშირის გაერთიანებას მიაქანებენ დაშლისკენ. ეს არის ძალიან სამწუხარო“, - აღნიშნა სოსიაშვილმა.
„ქრონიკას“ ევროპის პროკურატურის ოფისში დაუდასტურეს, რომ ბრიუგეში ევროპის კოლეჯსა და ბრიუსელში ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში ჩხრეკა ჩატარდა, დაკავებულია სამი ეჭვმიტანილი. ამასთან, ბელგიური გამოცემა Le Soir-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ერთ-ერთი მათგანია ევროპის კოლეჯის რექტორი, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



