რეზონანსი
(03.12.2025)

გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში უმ­ძი­მე­სი ავა­რი­ის შე­დე­გად და­შა­ვე­ბულ დები, ნი­ა­კო და თა­თუ­ლი ჯერ კი­დევ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში არი­ან. მათი ამ­ბა­ვი ყვე­ლამ გულ­თან მი­ი­ტა­ნა და ყვე­ლა ელო­დე­ბა ულა­მა­ზე­სი გო­გო­ნე­ბის სრუ­ლად გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას.

უმ­ძი­მე­სი ავ­ტო­ა­ვა­რია 2024 წლის 12 ოქ­ტომ­ბერს, ოსი­ა­უ­რი-ხა­შუ­რის მო­ნაკ­ვეთ­ზე მოხ­და. 15 წლის ნი­ა­კოს და 8 წლის თა­თუ­ლის მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი იმ დროს და­ე­ჯა­ხა, როცა ბავ­შვე­ბი ექ­სკურ­სი­ის "მარ­შრუტ­კი­დან" ჩა­მო­ვიდ­ნენ და გზა­ზე გა­დას­ვლას ცდი­ლობ­დნენ.

"ძა­ლი­ან მძი­მე იყო ბავ­შვე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფე­ბი სას­წრა­ფოდ კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, არა ერთი ოპე­რა­ცია დას­ჭირ­დათ და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ლო­ცუ­ლობ­და მათ­თვის. უფ­ლის წყა­ლო­ბით და ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბით, გო­გო­ნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ნელ-ნელა გა­უმ­ჯო­ბეს­და და სას­წა­უ­ლად გა­და­ურჩნენ სიკ­ვდილს. ეს არ იყო ად­ვი­ლი, გო­გო­ნებ­მა სამი თვე კლი­ნი­კა­ში გა­ა­ტა­რეს.

გო­გო­ნე­ბის დედა, სო­ფიო ხარ­ში­ლა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პე­რი­ო­დუ­ლად ავ­რცე­ლებ­და ინ­ფორ­მა­ცი­ას გო­გო­ნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე. ისი­ნი უკვე სა­ქარ­თვე­ლო­ში, სახ­ლში არი­ან და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცესს გა­დი­ან. უმ­ძი­მე­სია დე­დის­თვის გან­ვლი­ლი მძი­მე დღე­ე­ბის გახ­სე­ნე­ბა.

ავა­რი­ა­ში მო­ნა­წი­ლე მძღო­ლი არ და­უ­კა­ვე­ბი­ათ. ცოტა ხნის წინ სოფო ხარ­ში­ლა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სწო­რედ მის შე­სა­ხებ გა­მო­აქ­ვეყ­ნა პოს­ტი. რო­გორც ირ­კვე­ვა, ავა­რი­ის საქ­მე­ზე პრო­ცე­სი დე­კემ­ბერ­შია ჩა­ნიშ­ნუ­ლი.

რო­გორც სოფო hყ­ვე­ბა ბავ­შვე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ­ჟა­მად კარ­გია, თუმ­ცა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია დიდ თან­ხებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

"შარ­შან 12 ოქ­ტომ­ბერს,კარ­გად გვახ­სოვს რა უბე­დუ­რე­ბაც დატ­რი­ალ­და. ის დღე, ის წუ­თე­ბი წა­მე­ბი უსაშ­ვე­ლოდ რომ გა­ი­წე­ლა 4 დე­კემ­ბერს, როცა 16 წლის და­ბა­დე­ბის დღე უნდა აღე­ნიშ­ნა წვე­უ­ლე­ბით, მუ­სი­კით, მე­გობ­რებ­თან ერ­თან, რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში აპა­რატ­ზე შე­ერ­თე­ბულ­მა აღ­ვნიშ­ნეთ, ვი­ღაც უგუ­ნუ­რი მძღო­ლის გამო, კა­ცის, რო­მე­ლიც თავს დამ­ნა­შა­ვე­თაც კი არ ცნობს. ორი შვი­ლი მი­წა­ზე მკვდრე­ბი და­მი­ყა­რა. ორი შვი­ლი ერთ წამ­ში ლა­მის კუ­ბო­ში ჩა­მიწ­ვი­ნა. კაც­მა რო­მელ­მაც არც კი ნახა ჩემი შვი­ლე­ბი არც კი და­რე­კა არც კი მო­ი­კი­თხა.

4 დე­კემ­ბერს ორ დღე­ში ნი­ა­კო 17 წლის ხდე­ბა და ინ­ვა­ლი­დის ეტ­ლში უნდა შეხ­ვდეს. და ამ დროს კი­დევ თავ აწე­უ­ლი და­დის და ისევ მე უნდა ვი­მა­თხოვ­რო და ხალ­ხს თითო ლარი ვთხო­ვო ნი­ა­კოს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვე გა­რეთ და­დის და არც და­ბა­დე­ბის დღეს არც ქორ­წილს დღე­ო­ბებს არ იკ­ლებ­დეთ. თავს დამ­ნა­შა­ვე­დაც არ ცნობს მძღო­ლი, რო­მელ­მაც ორი შვი­ლი კი­ნა­ღამ მო­მიკ­ლა და ცდი­ლობს ყვე­ლა­ნა­ი­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აი­რი­დოს თა­ვი­დან, არც გვკი­თხუ­ლობს არც ნა­ხუ­ლობს არც რე­კავს" - განუცხადა "კვირის პალიტრას" სოფო ხარ­ში­ლა­ძემ.

"კვირის პალიტრა"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე